საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
Article 63. სამართლებრივი დახმარება უცხო ქვეყნის საზღვაო სივრცის დაბინძურების შემთხვევაში
1. უცხო ქვეყნის საზღვაო სივრცის სერიოზული დაბინძურების შემთხვევაში ამ ქვეყნის თხოვნით საქართველო უწევს მას სამართლებრივ დახმარებას პიროვნების დაკითხვის, საბუთების შემოწმების, აგრეთვე გემის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების სახით იმ დროს, როდესაც გემი, რომელმაც დააბინძურა ზღვის გარემო, იმყოფება საქართველოს ნავსადგურში ან შიდა საზღვაო წყლებში. ასეთი დახმარება ხორციელდება გემის დროშის სახელმწიფოს თხოვნითაც.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარება ხორციელდება ურთიერთდახმარების პრინციპით.
