1.(ამოღებულია).
2.სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი, საძიებო-სამაშველო ოპერაციების ერთობლივად ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, დახმარებისათვის მიმართავს სხვა სახელმწიფოთა სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრებს და ცალკეულ სამაშველო ერთეულებს, ამასთან, საძიებო-სამაშველო რაიონში მოიზიდავს სხვა სახელმწიფოთა სამაშველო ორგანიზაციებსა და მცურავ საშუალებებს.
3.ძიებისას, შველისას და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისას ერთობლივ მოქმედებათა გაუმჯობესების მიზნით სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი მონაწილეობს სხვა სახელმწიფოთა სამაშველო სამსახურების წვრთნაში.
4.სააგენტო თანამშრომლობს უცხო ქვეყნების ზღვაზე სამაშველო სამსახურებთან და ზღვაზე სამაშველო საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4604 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ. 108 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №71 - სსმ I, №12, 14.07.2008წ., მუხ. 93 საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №853 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ. 278 საქართველოს 2010 წლის ოქტომბრის კანონი №3752 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.392 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4218 - ვებგვერდი, 10.03.2011წ.
