სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Article 82. მოვალე მმართველის როლში
1. სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო მეურნეობის ანდა საბაღე მიწის ნაკვეთის სეკვესტრის დროს მმართველად ინიშნება მოვალე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოსალოდნელი არ არის მის მიერ მმართველობის წესიერად წარმართვა.
2. სასამართლო/აღსრულების ეროვნული ბიურო მმართველად დანიშნულ მოვალეს უნიშნავს ზედამხედველს და ადგენს მის კუთვნილ ანაზღაურებას. თუ მოვალე არღვევს როგორც თავის, ისე მმართველის მოვალეობებს, ზედამხედველი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ზედამხედველად შეიძლება დანიშნოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი. ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობის განსაზღვრის წესი მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
3. მოვალე, როგორც მმართველი, არ იღებს ანაზღაურებას. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო/აღსრულების ეროვნული ბიურო ზედამხედველის მოსმენის შემდეგ ადგენს, თუ რა რაოდენობით შეიძლება მოიხმაროს მოვალემ მიწის ნაკვეთის შემოსავალი და მისი ამონაგები თავისი და ოჯახის წევრების აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი №1865 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. თავი XIV 1 გადახდევინებული თანხების განაწილება კრედიტორთა შორის საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 მუხლი 82 1 . მოვალისაგან ამოღებული თანხის განაწილების წესი 1. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალისათვის გადახდევინებული (მისი ქონების რეალიზაციიდან მიღებული) თანხით ჯერ დაიფარება საფასური და ამ კანონის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების ხარჯი, ხოლო დანარჩენი თანხა გაიცემა იმ კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელთა სასარგებლოდაც განხორციელდა იძულებითი აღსრულება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა უბრუნდება მოვალეს ან მას ედება ყადაღა სხვა კრედიტორის სასარგებლოდ.
