1.ნოტარიუსი ვალდებულია დაინტერესებული პირის მოთხოვნით დანიშნოს სამკვიდროს მმართველი კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
1.ნოტარიუსი ვალდებულია დაინტერესებული პირის მოთხოვნით დანიშნოს სამკვიდროს მმართველი კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.
Closest in meaning — including in other laws
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Always up-to-date legal framework
2.დაინტერესებული პირის მოთხოვნით სამკვიდროს მმართველი დაინიშნება იმ შემთხვევაში, თუკი დაინტერესებული პირი საჯარო ან კერძო აქტის ფორმით შესრულებული დასაბუთებული განცხადებით მიმართავს ნოტარიუსს სამკვიდროს მმართველის დანიშვნის შესახებ.
3.სამკვიდროს მმართველი არ დაინიშნება, თუ ერთ-ერთმა პირმა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნებისმიერი ფორმით (განცხადების წარდგენა, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლება) მიიღო სამკვიდრო, ან დანიშნულია ანდერძის აღმსრულებელი.
4.თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული გარემოებები აღმოჩნდა სამკვიდროს მმართველის დანიშვნის შესახებ დადგენილების გამოცემის შემდეგ, ნოტარიუსი ვალდებულია, შესაბამისი დასაბუთებით გააუქმოს დადგენილება.
5.სამკვიდროს მმართველი ინიშნება ნოტარიუსის დადგენილებით. დადგენილებაში უნდა მიეთითოს: ა) დადგენილების მიღების თარიღი; ბ) დადგენილების მიმღები ნოტარიუსის სახელი და გვარი, სანოტარო ბიუროს მისამართი; გ) დადგენილების მიღების საფუძვლები; დ) მმართველის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, პირადი ნომერი; ე) სამკვიდროს მართვის ვადა.
6.დადგენილებას თან ერთვის მმართველის თანხმობა (შედგენილი საჯარო ან კერძო აქტის ფორმით) მმართველად დანიშვნის შესახებ.
7.იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს მმართველმა სამკვიდროს მართვისათვის უნდა მიიღოს გასამრჯელო, გასამრჯელო გადახდილ უნდა იქნეს სამკვიდრო მასის ხარჯზე და მისი გადახდის ვალდებულება ეკისრება სამკვიდროს მიმღებ პირს მემკვიდრეს ან სახელმწიფოს (უმკვიდრო ქონების შემთხვევაში). გასამრჯელოს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამკვიდრო მასის ღირებულების 5%-ს და იგი გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს სამკვიდრო მასის ღირებულებასა და შესრულებულ სამუშაოსთან.
These lawyers work in the legal area related to this article.