1.ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებას აღსასრულებლად მიაქცევს დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი).
2.ერთი ადმინისტრაციული სახდელის სხვა ადმინისტრაციული სახდელით შეცვლის თაობაზე დადგენილება აღსრულდება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებისათვის განსაზღვრული წესით.
