საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 286. ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი) დადგენილების აღსრულებას შეწყვეტს შემდეგ შემთხვევებში: ა) ამნისტიის აქტის გამოყენებისას, თუ ის აუქმებს ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას; ბ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის გაუქმებისას; გ) იმ სამხედრო მოსამსახურის ან სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირის მიერ საომარი მდგომარეობის დროს ჩადენილი ქმედებისთვის მისი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ან/და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით დაჯილდოების შემთხვევაში, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი დადგენილება; დ) იმ პირის გარდაცვალებისას, რომლის მიმართაც იყო გამოტანილი დადგენილება. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2045 – ვებგვერდი, 26.03.2018წ.
