საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ
Article 24. მგზავრის მოვალეობანი
1. მგზავრი ვალდებულია: სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდეს და გადმოვიდეს ტროტუარის ან გვერდულის მხრიდან ტრანსპორტის სრული გაჩერების შემდეგ, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – სავალი ნაწილის მხრიდან, თუ იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.
2. მგზავრს ეკრძალება: ა) მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ყურადღების გადატანა სხვა რამეზე; ბ) ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილით მგზავრობისას ძარაზე დგომა, ბორტებზე ჩამოჯდომა ან მათზე ტვირთის დადება; გ) მოძრავი სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება.
