1.გადამზიდველი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მიმღებს ტვირთის ჩამოტანის შესახებ.
2.მიმღები ვალდებულია მიიღოს და გაიტანოს ტვირთი. მას უფლება აქვს უარი განაცხადოს დაზიანებული ან გაფუჭებული ტვირთის მიღებაზე, თუ დადგინდება, რომ მიზნობრივად მისი მთლიანი ან ნაწილობრივი გამოყენება შეუძლებელია.
