1.ავტომაგისტრალზე აკრძალულია: ა) ქვეითის, შინაური ცხოველების, ველოსიპედისტის, მოპედის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის, აგრეთვე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა სიჩქარე ტექნიკური მახასიათებლით ან მათი მდგომარეობის გამო 40 კმ/სთ-ზე ნაკლებია; ბ) მეორე ზოლს იქით იმ სატვირთო ავტომობილის მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება; გ) გაჩერება 5.15, 6.11 ნიშნებით აღნიშნული სპეციალური სადგომი მოედნების გარეთ; დ) მობრუნება და შესვლა გამყოფი ზოლის ტექნოლოგიურ წყვეტილებში; ე) უკუსვლით მოძრაობა; ვ) სასწავლო სვლა.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ
