1.სატრანსპორტო საშუალების მძღოლი რკინიგზის ლიანდაგზე გადასვლისას სარგებლობს მხოლოდ რკინიგზის გადასასვლელით და გზას უთმობს მატარებელს (ლოკომოტივს, დრეზინას).
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ
1.სატრანსპორტო საშუალების მძღოლი რკინიგზის ლიანდაგზე გადასვლისას სარგებლობს მხოლოდ რკინიგზის გადასასვლელით და გზას უთმობს მატარებელს (ლოკომოტივს, დრეზინას).
Closest in meaning — including in other laws
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოებისას მძღოლი ხელმძღვანელობს საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, მონიშვნის მოთხოვნებით, შლაგბაუმის მდებარეობითა და გადასასვლელის მორიგის მითითებით, რათა დარწმუნდეს, რომ გადასასვლელს მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა) არ უახლოვდება.
3.აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე გადასვლა: ა) თუ შლაგბაუმი დაკეტილია ან იკეტება (შუქნიშნის სიგნალის მიუხედავად); ბ) შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს (მიუხედავად შლაგბაუმის მდებარეობისა ან მისი არსებობისა); გ) გადასასვლელის მორიგის ამკრძალავი სიგნალის დროს (მორიგე დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავს ზემოთ აწეული კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით, ან ხელები განზე აქვს გაშვერილი); დ) თუ გადასასვლელის უკან მოძრაობა ჩახერგილია და ეს აიძულებს მძღოლს, გაჩერდეს გადასასვლელზე; ე) თუ საკმარისი ხილვადობის ფარგლებში გადასასვლელს უახლოვდება მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).
4.აკრძალულია აგრეთვე: ა) საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა; ბ) შლაგბაუმის თვითნებური გახსნა; გ) გადასასვლელზე სასოფლო-სამეურნეო, საგზაო, სამშენებლო და სხვა მანქანებისა და მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა; დ) რკინიგზის ლიანდაგის დისტანციის უფროსის ნებართვის გარეშე 8 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ნელა მიმავალი მანქანის, აგრეთვე ტრაქტორის მარხილ-სათრეველას მოძრაობა.
5.თუ გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.5 ნიშნიან შუქნიშანთან, ხოლო თუ ის არ არის – შლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. შლაგბაუმის არარსებობის შემთხვევაში მძღოლი ჩერდება უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.
6.რკინიგზის გადასასვლელზე იძულებით გაჩერების დროს მძღოლი დაუყოვნებლივ გადმოსხამს მგზავრებს და იღებს ზომებს მის გასათავისუფლებლად.
7.მძღოლი ვალდებულია აგრეთვე: ა) შეძლებისამებრ გაგზავნოს ორი კაცი ლიანდაგების გასწვრივ გადასასვლელიდან ორივე მხარეს 1000 მეტრზე (თუ გზავნის მხოლოდ ერთს, გაუშვას იმ მხარეს, საითაც უფრო ცუდი ხილვადობაა), აუხსნას მათ მოახლოებული მატარებლის მემანქანისათვის გაჩერების სიგნალის მიცემის წესი; ბ) დარჩეს სატრანსპორტო საშუალების ახლოს და მისცეს საერთო განგაშის სიგნალი; გ) მატარებლის გამოჩენისას გაიქცეს მასთან შესახვედრად და მისცეს გაჩერების სიგნალი.
8.გაჩერების სიგნალია ხელის წრიული მოძრაობა (დღისით – მკვეთრი ფერის ქსოვილით ან რაიმე კარგად გასარჩევი საგნით, ღამით – ჩირაღდნით ან ფარნით). საერთო განგაშის სიგნალია ერთი გრძელი და სამი მოკლე ხმოვანი სიგნალი.
The amendments this article has been through
Outlines requirements for approaching railway crossings, ensuring safe passage and consideration of signals/barriers.
amending act №2169396These lawyers work in the legal area related to this article.