1.საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობის ძირითადი მაჩვენებლების სახელმწიფოებრივი აღრიცხვა. ესენია: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მათში დაშავებულ პირთა, სატრანსპორტო საშუალებათა და მძღოლთა რაოდენობა, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა, საგზაო მოძრაობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის დანაშაულთა რიცხვი, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობისა და მისი უზრუნველყოფის საქმიანობის ამსახველი სხვა მაჩვენებლები.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ
