Article 6. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებებია: ა) საავტომობილო, მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის საქმიანობის რეგულირება; ბ) საგზაო მოძრაობის ორგანიზება; გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებათა მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა; დ) პირის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებისა და მოთხოვნების შესწავლის ორგანიზება; ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებათა კომპლექსის შემუშავება; ვ) სატრანსპორტო საშუალების, მასთან დაკავშირებული პროდუქციისა და საგზაო მეურნეობის საქმიანობის სერტიფიცირება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესით; ზ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცება, აგრეთვე მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
