1.მცველის მოწმობას არაუმეტეს 1 წლის ვადით გასცემს დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. 1 1 . დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია მცველის მოწმობის გაცემამდე მცველის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამ კანონის მე-20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად მონაცემები მოიპოვოს აგრეთვე ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან. დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს.
2.
