1.ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად.
2.ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ლიცენზიის გაცემამდე დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამ კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად მონაცემები მოიპოვოს, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა). ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1152 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.
