1.საზღვარგარეთ დიპლომატიური და საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას პირი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საცხოვრებლით მასთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა რაოდენობის, მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.
2.როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირი და მისი ოჯახის წევრები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სავალდებულო სამედიცინო დაზღვევითა და სამედიცინო მომსახურებით. 2 1 . დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პირთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
3.დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში სამინისტრო ყველა ხარჯის , მათ შორის , გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების საფასურის , დასაფარავად გასცემს ერთჯერად ფულად დახმარებას . საქართველოს 2009 წლის 6 აგვისტოს კანონი №1606 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ., მუხ.147 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1834 - ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.


