დასაქმების ხელშეწყობის შესახებ
Article 17. შრომითი მიგრაცია
1. სააგენტო უზრუნველყოფს სამუშაოს მაძიებლის საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების მიზნით შესაბამის პარტნიორ ქვეყანასთან გაფორმებული დოკუმენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.
2. სააგენტო საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების მსურველს შესაბამის საინფორმაციო ბაზაში არეგისტრირებს და კონსულტაციას უწევს. კონსულტაციის გაწევისას პოტენციურ შრომით მიგრანტს მიეწოდება შემდეგი ინფორმაცია: ა) ზოგადი ინფორმაცია ცირკულარული შრომითი მიგრაციის სარგებლისა და არალეგალური მიგრაციის რისკების შესახებ; ბ) ინფორმაცია საზღვარგარეთ არსებული დროებით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობების თაობაზე; გ) ზოგადი ინფორმაცია შესაბამის უცხო ქვეყანაში დროებით ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით მოქმედი წესების შესახებ; დ) ინფორმაცია იმ სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების თაობაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მიმღებ ქვეყანაში შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვას.
3. სააგენტო სამუშაოს მაძიებელს საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად ასაქმებს საქართველოს კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებითა და შესაბამის პარტნიორ ქვეყანასთან გაფორმებული დოკუმენტით (ორმხრივი ხელშეკრულებით, შეთანხმებით ან მემორანდუმით) განსაზღვრული წესებისა და პირობების თანახმად.
4. საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმებული საქართველოს მოქალაქის უფლებების დაცვა ხდება მიმღებ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისა და საქართველოს საკონსულო წარმომადგენლობების მეშვეობით. თავი IV დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებები
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ
