1.აკადემიის პრეზიდენტი არის აკადემიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მისი ფარგლების გარეთ. იგი პასუხს აგებს აკადემიის საქმიანობის წარმართვისთვის. აკადემიის პრეზიდენტი იმავდროულად არის აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე. მისი სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება აკადემიის წესდებით.
2.აკადემიის პრეზიდენტს აკადემიის ნამდვილი წევრებისაგან (აკადემიკოსებისაგან) ირჩევს აკადემიის საერთო კრება 5 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ერთი და იმავე პირის აკადემიის პრეზიდენტად არჩევა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5575 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. თავი IV. აკადემიის სტრუქტურა, აკადემიის შემადგენლობა და აკადემიის წევრის ანაზღაურება
