1.სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, რაც არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის 2 ვადას.
2.პირმა, რომელსაც ეკავა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობა იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
3.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით, ამ კანონით დადგენილი წესით. ერთი და იმავე პირის კანდიდატურა აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას.



