1.წინასწარ გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურას შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს ვიზუალური კონტროლი იმ პირისა, რომელზედაც არსებობს ვარაუდი, რომ ის მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში, ან იმ პირისა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ზემოაღნიშნული პირის იდენტიფიკაციას და მისი ადგილმდებარეობის დადგენას, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით ამის ნებართვას გასცემს. საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია დააწესოს გარკვეული პირობები, რომელთა შესრულება იქნება ამგვარი ნებართვის გაცემის წინაპირობა.
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
