ამ კანონით განსაზღვრული ბუნების ძეგლები საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ნაწილია და იქმნება ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში. ეს ბუნების ძეგლებია: ა) სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსი, რომელიც მოიცავს: ა.ა) ბალდის კანიონის ბუნების ძეგლს; ა.ბ) ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლებს; ა.გ) ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლებს; ა.დ) (ამოღებულია - 23.03.2018, №2081) ; ა.ე) ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლს; ა.ვ) ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლს; ა.ზ) ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლს; ა.თ) მდინარე აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლს; ა.ი) მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლს; ბ) გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი; გ) დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი; დ) სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი; ე) მუხურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი; ვ) ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლი; ზ) ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი; თ) ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი; ი) ბირთვისის ბუნების ძეგლი. საქართველოს 2016 წლის 17 თებერვლის კანონი №4735 - ვებგვერდი, 25.02.2016წ. საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კანონი №2081 – ვებგვერდი, 05.04.2018წ.
ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ
