1.ამ კანონით განსაზღვრული ბუნების ძეგლების სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2.სხვა სახელმწიფო უწყებები ამ კანონით განსაზღვრული ბუნების ძეგლების მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინირებული მოქმედების საფუძველზე. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1652 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6923 - ვებგვერდი, 28 .07 .2020წ.
