1.მუზეუმ-ნაკრძალი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ფუძნდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სამინისტროს წარდგინების, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე – აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარდგინების საფუძველზე. მუზეუმ-ნაკრძალს მთლიანად ან ნაწილობრივ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძეგლები, აგრეთვე არქეოლოგიური ობიექტები და სხვა ქონება გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუზეუმ-ნაკრძალის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ორგანო.
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
