კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან.
2.ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ძეგლის სტატუსი ასევე შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურად, ფუნქციურად, ისტორიულად ან ტერიტორიულად დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ერთობლიობას, რომელიც ტოპოგრაფიულად იდენტიფიცირებადი ე რთეულია. ამ შემთხვევაში მის უძრავ და მოძრავ ნაწილებზე ვრცელდება ამ კანონით უძრავი და მოძრავი ძეგლების მიმართ დადგენილი შესაბამისი წესები.
3.ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ენიჭება საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
4.თუ ვერ ხერხდება ობიექტის რაობის სრულყოფილი განსაზღვრა, ასევე როდესაც მის ისტორიულ ან კულტურულ ღირებულებასთან დაკავშირებული მონაცემები გადამოწმებას ან დამატებით შესწავლას საჭიროებს, მინისტრი უფ ლებამოსილია მაინც შეიტანოს ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში. ამ მომენტიდან მასზე ვრცელდება ამ კანონის VI და IX თავებით ძეგლის მიმართ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი.
5.ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეიძლება შეტანილ იქნეს 6 თვის ვადით. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 6 თვისა.
6.სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტისათვის მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, მისი სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით, ობიექტის თაობაზე მონაცემებს წარუდგენს საბჭოს.
7.თუ სათანადო კვლევების შედეგად დადგინდება, რომ არ არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ამ კანონით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭოს დასკვნის საფუძველზე მინისტრი უფლებამოსილია ამორიცხოს ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიიდან ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე.
8.მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის ან სიიდან ამორიცხვის შესახებ, აგრეთვე ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან მოხსნის შესახებ ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნების მომენტიდან.
9.კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან მოხსნის შესახებ მონაცემები შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში აისახება ძეგლების სახელმწიფო რეესტრში და სამინისტროს ინტერნეტგვერდზე. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1075 – ვებგვერდი, 25.09.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
1. ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ძეგლის სტატუსი ასევე შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურად, ფუნქციურად, ისტორიულად ან ტერიტორიულად დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ერთობლიობას, რომელიც ტოპოგრაფიულად იდენტიფიცირებადი ე რთეულია.ერთეულია. ამ შემთხვევაში მის უძრავ და მოძრავ ნაწილებზე ვრცელდება ამ კანონით უძრავი და მოძრავი ძეგლების მიმართ დადგენილი შესაბამისი წესები. 3. ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ენიჭება საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებშიტერიტორიაზე − საბჭოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით. 4. თუ ვერ ხერხდება ობიექტის რაობის სრულყოფილი განსაზღვრა, ასევე როდესაც მის ისტორიულ ან კულტურულ ღირებულებასთან დაკავშირებული მონაცემები გადამოწმებას ან დამატებით შესწავლას საჭიროებს, მინისტრი უფ ლებამოსილიაუფლებამოსილია მაინც შეიტანოს ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში. ამ მომენტიდან მასზე ვრცელდება ამ კანონის VI და IX თავებით ძეგლის მიმართ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი. 5. ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეიძლება შეტანილ იქნეს 6 თვის ვადით. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 6 თვისა. 6. სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტისათვის მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, მისი სახეობის, მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული ღირებულებისა და კატეგორიის განსაზღვრისათვის შესაბამისი დასკვნის მიღების მიზნით, ობიექტის თაობაზე მონაცემებს წარუდგენს საბჭოს. 7. თუ სათანადო კვლევების შედეგად დადგინდება, რომ არ არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ამ კანონით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭოს დასკვნის საფუძველზე მინისტრი უფლებამოსილია ამორიცხოს ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიიდან ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლამდე. 8. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის ან სიიდან ამორიცხვის შესახებ, აგრეთვე ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან მოხსნის შესახებ ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნების მომენტიდან. 9. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან მოხსნის შესახებ მონაცემები შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში აისახება ძეგლების სახელმწიფო რეესტრში და სამინისტროს ინტერნეტგვერდზე. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, №34, 04.12.2008 წ., მუხ.212 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1075 – ვებგვერდი, 25.09.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
The amendments this article has been through
Clarifies the process for granting 'monument' status, assigning decision-making authority to councils and government in Tbilisi. Details the approval pathway based on location (Tbilisi vs. elsewhere).
amending act №4917391Defines the basis for granting Cultural Heritage status to objects based on historical or cultural value.
amending act №4280693The process for granting monument status is refined, requiring a council opinion and a ministerial administrative act (or government decree in Tbilisi), with clarity on the effective date of such acts.
amending act №2021945Revised process for granting monument status: now requires Council recommendation & Ministerial act, except as per Chapter V 1. Changes to when a governmental act takes effect.
amending act №1058789Describe your situation — we'll help you find the right specialist.
კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ