სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ
Article 8^1. რეზიდენტის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ ტექნიკური დახმარების გაწევა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ტექნიკური დახმარების ნებართვის საფუძველზე, თუ:
ა) ტექნიკური დახმარების გამწევს ნებართვის გამცემმა გონივრული ვარაუდის საფუძველზე აცნობა, რომ ტექნიკური დახმარება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ამ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის; ბ) ტექნიკური დახმარების გამწევისთვის ცნობილია ან მას აქვს გონივრული ვარაუდი, რომ ტექნიკური დახმარება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენებული იქნება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა ტექნიკური დახმარება: ა) ღია ინფორმაციაა ან ფუნდამენტური მეცნიერული კვლევის ნაწილია; ბ) ხორციელდება ზეპირი ფორმით და დაკავშირებული არ არის ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრულ ტექნოლოგიასთან. თავი VII ნებართვები მუხლი 9 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ამ კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხით განსაზღვრულ სამხედრო პროდუქციაზე გასცემს: ა) ექსპორტის ნებართვას; ბ) იმპორტის ნებართვას; გ) ტრანზიტის ნებართვას; დ) საბროკერო მომსახურების ნებართვას; ე) ტექნიკური დახმარების ნებართვას.
