დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Article 1. კანონის გამოყენების სფერო
1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლებამოსილების მქონე ორგანოს საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ამ ორგანოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესს და მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, მსჯავრდებულის უფლებებსა და მოვალეობებს, მის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წესსა და პირობებს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების წესებს.
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრს (შემდგომ – მინისტრი) უფლება აქვს, ამ კანონის შესასრულებლად გამოსცეს ბრძანება ამავე კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5016 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.
