1.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია ჩაატაროს სოციალური მუშაობა პენიტენციურ და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სისტემებში, აგრეთვე ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის გზით განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით, დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირთა ჯგუფებთან და აღსრულების მიმართულებით. იგი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების მონაწილეობით ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე.
