1.მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება: ა) უფრო მაღალ თანამდებობაზე – დაწინაურების შემთხვევაში, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებითა და მოსამსახურის თანხმობით, თუ მოსამსახურე დაკავებულ თანამდებობაზე 6 თვე მაინც მსახურობს; ბ) თანაბარ თანამდებობაზე: ბ.ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით; გ) უფრო დაბალ თანამდებობაზე: გ.ა) მოსამსახურის თანხმობით; გ.ბ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ან ტერიტორიული ორგანოს გაუქმებასთან ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, მოსამსახურის თანხმობით; გ.გ) მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
