1.მოსამსახურე სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო; გ 1 ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან რომელიმე მათგანის სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი თანხმობის შემთხვევაში; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
2.მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №762 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.



