დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Article 45^5. ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსების ორგანიზების ვადა
პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსების ორგანიზება ოჯახური დანაშაულის ჩამდენი იმ პირებისთვის, რომლებსაც სასჯელის სახით შეფარდებული აქვთ თავისუფლების შეზღუდვა ან/და რომელთა მიმართაც გამოყენებულია პირობითი მსჯავრი. საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2707 - ვებგვერდი, 31.10.2014წ. მუხლი 45 6 . „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა 2016 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქცია“. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5016 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.
