1.„M2“, „M3“, „N1“, „N2“, „N3“, „O3“, „O4“ კატეგორიის ექვემდებარება გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირებას, რაც გულისხმობს გზისპირა ზონაში ამ სატრანსპორტო საშუალების შემოწმებას; კერძოდ, მოწმდება შემდეგი საკითხები: ა) გადაზიდვის წესების დაცვა; ბ) შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა და საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) ელექტრონული ბარათის გამოყენება; გ) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა; დ) ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა; ე) საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანასთან/გადაზიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა; ვ) საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა და კალიბრაციის წესების დაცვა; ზ) სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები.
