Article 14. საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმიანობა
Consolidation №35 Verified against the current consolidation · 17 Mar 2026
1. საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმიანობა ხორციელდება იმ ტექნიკური საშუალებების კომპლექსურად გამოყენების საფუძველზე, რომლებიც რეგლამენტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და გათვალისწინებულია საგზაო მოძრაობის ორგანიზების პროექტებითა და სქემებით.
2. გზის გამტარუნარიანობის გაზრდის ან სხვა მიზნით საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილების შეტანა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შემცირების ხარჯზე დაუშვებელია.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საგზაო მოძრაობის შესახებ
