1.საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის დაცვის კონტროლს ახორციელებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტი.
2.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისთვის ზომამცირე გემების საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, აგრეთვე მონაცემთა ელექტრონული ბაზის ხელმისაწვდომობას.

