Article 3
1. არასამხედრო გემის შემოწმების შესახებ ოქმი უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ივსება იმ შემთხვევაში, თუ: ა) არასამხედრო გემის შემოწმების შედეგად არ იქნა აღმოჩენილი სამართალდარღვევა; ბ) ჩადენილი სამართალდარღვევა არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარე; გ) ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული არასამხედრო გემის დაკავება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასამხედრო გემის შემოწმების მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს.
