საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
Article 28. დედათა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა
Consolidation №45 Verified against the current consolidation · 9 Dec 2025
სამინისტრო განსაზღვრავს: ა) დედათა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის პოლიტიკას; ბ) რეპროდუქციული ჯანმრთელობის პოლიტიკას; გ) საქართველოს სხვა კომპეტენტურ სამინისტროებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს ბავშვთა ოპტიმალური განვითარებისათვის ხელის შემწყობ გარემოს.
