საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
Article 34. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილებებია: ა) ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება; ბ) წყლის რესურსების სახელმწიფო მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების მართვის აუზური პრინციპების გამოყენებით; [ ბ) წყლის რესურსების მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების სააუზო მართვის პრინციპების გამოყენებით; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან) ] გ) წყლის ობიექტების დაცვა ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და გამოიწვიოს მისი ხარისხობრივი ცვლილებები; დ) განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან აკრძალვის ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება; ე) დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ორგანიზება; ვ) ხმაურის, ვიბრაციის, არამაიონებელი გამოსხივების მონიტორინგის ორგანიზება; ზ) რადიაციული ფონის მონიტორინგის ორგანიზება; თ) მაიონებელი გამოსხივების გამომყენებელ ობიექტებში დოზიმეტრული მონიტორინგის უზრუნველყოფა; ი) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია; კ) სურსათის უვნებლობის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ლ) სურსათის უვნებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; მ) განსაკუთრებით საშიში ინფექციებით მკვდარი ცხოველისა და ფრინველის სამარხების მოწყობის ნორმების დადგენა და მათი აღრიცხვა; ნ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია; ო) პესტიციდების ტრანსპორტირების, რეალიზაციის, შენახვა-დასაწყობების პირობების სახელმწიფო ზედამხედველობა; პ) ცხოველთა ვაქცინაცია ეპიზოოტიის საფრთხის შემთხვევაში; ჟ) სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის და სასმელი წყლის გარე, შერჩევითი ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება; რ) სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაცია საგანგებო სიტუაციების (მათ შორის, ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების) სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №492 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1691 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2619 – ვებგვერდი, 06.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4091 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3289 – ვებგვერდი, 06.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3430 – ვებგვერდი, 20.07.2023წ. მუხლი 35. სხვა სამინისტროების კომპეტენციები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში 1. სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის ერთობლივად ადგენენ სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს.
