Article 15. ტერორისტული აქტის ან მისი აღკვეთის შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება
Consolidation №13 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
1. ტერორისტული აქტის ან მისი აღკვეთის შედეგად ფიზიკური პირებისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ტერორისტული აქტის ან მისი აღკვეთის შედეგად იურიდიული პირებისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
