Article 19. იმ ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, რომელიც ტერორისტულ საქმიანობას ახორციელებს
1. სასამართლოს მიერ ტერორისტულად ცნობილი და ტერორისტული აქტის ჩადენისათვის პასუხისმგებელი ორგანიზაცია პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განცხადება ორგანიზაციის ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის შესახებ სასამართლოში შეაქვს საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრულ სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს . საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №465 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.185 საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3820 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. თავი VII. საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ
