„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით
Article 6. უფლებების აღდგენა
1. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ან ნარკომოვაჭრისთვის ჩამორთმეული უფლებების მოპოვება დასაშვებია ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ ან ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 1 1 . საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ − კომისია) უფლებამოსილია პირის ყოფაქცევის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული შესაბამისი ვადის ერთი მესამედის გასვლის შემდეგ მას ვადამდე აღუდგინოს ჩამორთმეული უფლებები ან შეუმციროს უფლებების ჩამორთმევის ვადა. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჩამორთმეული უფლებები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე პირს აღუდგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. 1 2 . საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 45 1 ან 100 2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისთვის ჩამორთმეული უფლების/უფლებების მოპოვება დასაშვებია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. 1 3 . (ამოღებულია - 17.12.2025, №1344).
