Article 356^2 — რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრა | საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 356^2. რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრა
Consolidation №177 Verified against the current consolidation · 9 Dec 2025
1. რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის ვადაში.
Legal map
Click a node to open
CitationRelated by meaningსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…ორგანიზებული დანაშაული…ნარკოტიკული დანაშაულის…
For information only — not legal advice.
2. რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან დაკავშირებული პირის მიმართ.
3. თანამდებობის პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან თანამდებობის პირთან დაკავშირებული პირის მიმართ.
4. „ქურდული სამყაროს“ წევრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას „ქურდული სამყაროს“ წევრის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ან „ქურდული სამყაროს“ წევრთან დაკავშირებული პირის მიმართ.
5. ადამიანით მოვაჭრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას ადამიანით მოვაჭრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ადამიანით მოვაჭრესთან დაკავშირებული პირის მიმართ.
6. ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან დაკავშირებული პირის მიმართ.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის მიმართ. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №211 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.64 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2357 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.441 საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3838 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.335 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5199 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.286 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3035 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.163 საქართველოს 2013 წლის 1 3 ნოემბრის კანონი №15 25 - ვებგვერდი, 22 .11.2013წ. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2151 – ვებგვერდი, 01.05.2018წ. მუხლი 356 3 . ქონების რეკეტულად ცნობა, რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა 1. მოსამართლე ქონებას რეკეტულად ცნობს, თუ საქმის წარმოების პროცესში, სათანადო მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე გაირკვა, რომ ქონება მიღებულია რეკეტის შედეგად, წარმოადგენს შემოსავალს რეკეტის შედეგად მიღებული ქონებიდან, შეძენილია რეკეტიდან მიღებული შემოსავლით ან არ არსებობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან დაკავშირებული პირის ქონების მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება.
2. მოსარჩელე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები მოპასუხის ქონების რეკეტულობის შესახებ.
3. მოსამართლე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ან რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის ქონებას უკანონოდ ცნობს, თუ საქმის წარმოების პროცესში, სათანადო მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე სასამართლომ გამოარკვია, რომ ქონება ან ამ ქონების შეძენისთვის საჭირო საშუალებები კანონის მოთხოვნათა დარღვევითაა მოპოვებული.
4. მოსარჩელე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები მოპასუხის ქონების უკანონობის შესახებ.
5. მოსამართლე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ან რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის ქონებას დაუსაბუთებლად ცნობს, თუ საქმის წარმოების პროცესში მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ქონების ან ამ ქონების შეძენისთვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების ან აღნიშნულ ქონებაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.
6. მოპასუხე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები თავისი ქონების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შესახებ. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №211 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.64 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2357 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.441 საქართველოს 2006 წლის 7 დეკემბრის კანონი №3838 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.335 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5199 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.286 საქართველოს 2013 წლის 1 3 ნოემბრის კანონი №15 25 - ვებგვერდი, 22 .11.2013წ. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2151 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.