ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Article 131. სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი და პრინციპი
1. სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიით“ და ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში. დაუშვებელია სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების განსხვავებული წესისა და ფარგლების დადგენა საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
2. სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება თანაზომიერების პრინციპის დაცვით.
3. თანაზომიერების პრინციპის დარღვევით განხორციელებული სახელმწიფო ზედამხედველობის ღონისძიების გამოყენების შედეგად მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №4965 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
