ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Article 130. სამართლებრივი ზედამხედველობისა და დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოები
1. მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მუნიციპალიტეტის მიერ მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოა შესაბამისი სამინისტრო/სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომლის უფლებამოსილების დელეგირებაც განხორციელდა კანონის შესაბამისად ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის ორგანული კანონი №1718 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
