ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Article 19. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების ფორმები და მექანიზმები
მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად: ა) იღებენ/გამოსცემენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ბ) შეიმუშავებენ, ამტკიცებენ და ახორციელებენ შესაბამის პროგრამებს, სტრატეგიებს, სამოქმედო გეგმებსა და პროექტებს; გ) ახორციელებენ შესყიდვებს; დ) დებენ ხელშეკრულებებს; ე) იძენენ და ქმნიან მუნიციპალიტეტის საკუთრებას; ვ) ფლობენ და განკარგავენ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას, სარგებლობენ ამ ქონებით, აგრეთვე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის და სხვა პირების ქონებით; ზ) აფუძნებენ და მართავენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს; თ) იღებენ სესხს; ი) ახორციელებენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოვლა-პატრონობას, რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციასა და განვითარებას; კ) მომსახურების ხარისხისა და მართვის ეფექტიანობის გასაზრდელად უზრუნველყოფენ ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ელექტრონული მართვის სისტემების დანერგვასა და განვითარებას; ლ) ახორციელებენ სხვა ღონისძიებებს.
