ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Article 34. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება, მისთვის უფლებამოსილების შეჩერება
1. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ მიიღო გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გარდა ამ კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება შეუჩერდება ამ კანონის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გამგებლის/მერის მოვალეობის შესრულებისას. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის ორგანული კანონი №918 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
