1.მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უჩერდებათ ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, ხოლო უფლებამოსილებები უწყდებათ ამ კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას. მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ აგრეთვე ახალი მერის არჩევისას (უფლებამოსილების დაწყებისას).
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
