1.ადმინისტრაციული ხელშეკრულება წყდება: ა) ამ კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ და „თ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას; გ) ხელშეკრულების მხარეთა წერილობითი შეთანხმებით; დ) შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ დაწესებულების ხელმძღვანელის განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე.
