1.თბილისის მერია (თბილისის მერი, თბილისის მთავრობა, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები და თბილისის რაიონების გამგეობები) არის თბილისის აღმასრულებელი ორგანოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას.
2.თბილისის მერიის თანამდებობის პირები არიან: თბილისის მერი, თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილე, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და თბილისის რაიონის გამგებელი. თბილისის მერიაზე არ ვრცელდება ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მერიის თანამდებობის პირების რაოდენობრივი შეზღუდვა.
