საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
Article 22. ქალაქ თბილისის მერი
1. ქალაქ თბილისის მერი (შემდგომში – მერი) არის ქალაქ თბილისის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელი. მერი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის ვადით. მერის არჩევის წესს ადგენს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი.
2. მერად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 10 წელი მაინც და რომელიც არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში. 2 1 . მერზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა.
3. მერი: ა) (ამოღებულია) ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს) და მოადგილეებს, ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსს, საქალაქო სამსახურების უფროსებს და ქალაქ თბილისის რაიონების გამგებლებს; გ ) (ამოღებულია); დ) უფლებამოსილია ერთი კვირის ვადაში, შესაბამისი შენიშვნებით დააბრუნოს საკითხი საკრებულოში ხელახლა განსახილველად. საკრებულო ვალდებულია ორი კვირის ვადაში უყაროს კენჭი მერის შენიშვნებს. თუ შენიშვნები არ იქნება მიღებული, კენჭი ეყრება საკრებულოს მიერ მერისათვის წარდგენილ თავდაპირველ ვარიანტს. საკრებულოს ნორმატიული აქტები მიღებულად ითვლება და ქვეყნდება საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერით, თუ თავდაპირველ ვარიანტს მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა; ე) უფლებამოსილია საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმართოს საქართველოს მთავრობას საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის წინადადებით; ვ ) (ამოღებულია); ზ)(ამოღებულია); თ ) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს გამგებლების აქტები ; თ 1 ) ქალაქ თბილისის რაიონის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ თბილისის რაიონის გამგეობის დებულებას; ი) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით თანხმობას აძლევს სამთავრობო დაწესებულებების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნა-განთავისუფლებაზე; კ) ხელს აწერს ქალაქ თბილისის მერიის, მათ შორის, ქალაქ თბილისის მთავრობის, სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს ქალაქ თბილისს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს; ლ) უფლებამოსილია მიმართოს ქალაქ თბილისის მოსახლეობას; მ) ანიჭებს ქალაქ თბილისის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს; ო ) კოორდინაციას უწევს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და მათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას ; ო 1 ) წყვეტს საქალაქო მნიშვნელობის ეკონომიკურ, განათლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და სპორტის საკითხებს, ამტკიცებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის გასატარებელ ღონისძიებებს; ო 2 ) ამტკიცებს ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის და გამწვანების პროგრამებსა და გეგმებს ; ო 3 ) ამტკიცებს საქალაქო სამსახურების დებულებებს ; ო 4 ) საკრებულოს წარუდგენს დედაქალაქში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებსა და სამუშაო რეჟიმის დებულებას; პ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ჟ) უძღვება მთავრობის საქმიანობას, ანაწილებს ფუნქციებს თავის მოადგილეებს შორის; თავმჯდომარეობს მთავრობის სხდომებს; მთავრობის საქმიანობიდან გამომდინარე, შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს ქალაქ თბილისის საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს; რ) საკრებულოს წარუდგენს ქალაქ თბილისის ბიუჯეტის, აგრეთვე მასში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; ს) ხელს აწერს მთავრობის დადგენილებებს; ტ) (ამოღებულია).
