1.რაიონის გამგებელს შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს 3 მოადგილისა.
2.რაიონის გამგებლის მოადგილეები რაიონის გამგებლის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ რაიონის გამგეობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებენ და რაიონის გამგებელს წარუდგენენ წინადადებებს შესაბამის დარგებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ რაიონის გამგებლის გადაწყვეტილებათა აღსრულებას.
