1.იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც სასამართლოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნისას − სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის არყოფნისას სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.
