Consolidation №81 Verified against the current consolidation · 27 May 2026
1.სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის მერის/რაიონის გამგებლის სათათბირო ორგანო. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. ამ კანონის შესაბამისად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი/რაიონის გამგებელი. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის, თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა.
3.მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.
4.რაიონის გამგებლის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს რაიონის გამგებელი.
5.სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმით. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.
საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის ორგანული კანონი №427 – ვებგვერდი, 03.04.2025წ.
Compare versions
1.სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის მერის/რაიონის გამგებლის სათათბირო ორგანო. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირებისაპირების,არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. ამ კანონის შესაბამისად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი/რაიონის გამგებელი. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით.2. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის, თუ დარღვეულია ამ პუნქტის მოთხოვნა.3. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.4. რაიონის გამგებლის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს რაიონის გამგებელი.5. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმით. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ.საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. მუხლი 87. მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის, აგრეთვე მთავრობის სხდომები საჯაროა, გარდა საქართველოს 2025კანონმდებლობითგათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, წინასწარი შეტყობინების ან/და წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის საჯარო სხდომებს. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის საჯარო სხდომებზე დასწრების მსურველთათვის სხდომათა დარბაზში ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი. თუ სხდომაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა აღემატება მათთვის სხდომათა დარბაზში გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ვალდებულია უზრუნველყოს მის ხელთ არსებული იმ ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რომლებიც სხდომაზე დასწრების მსურველებს სხდომის მსვლელობის მოსმენის საშუალებას მისცემს. 4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის საჯარო სხდომებზე დამსწრე პირებს უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს და თანამომხსენებელს, გააკეთონ განმარტება და განცხადება, წარადგინონ ინფორმაცია. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ. მუხლი 88. მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა 1. მუნიციპალიტეტის მერი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. 2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების განხილვას. 3. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშების გამოქვეყნება. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. კარი V მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და ეკონომიკური საფუძვლები თავი XII მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მუხლი 89. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა. 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენის, განხილვის, დამტკიცების, ბიუჯეტში ცვლილების შეტანის, ბიუჯეტის შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის წესები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით. მუხლი 90. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობა 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა მუნიციპალიტეტის, ისე ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტებისგან. 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობას განაპირობებს საკუთარი შემოსულობები და საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლებამოსილება. მუხლი 91. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება 1. მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად არაუგვიანეს 15 ნოემბრისა მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში აქვეყნებს საჯარო განხილვისთვის. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯაროდ განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. 4. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მუნიციპალიტეტის მერს. 5. ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. 7. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში − ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი რედაქცია, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედით დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მერისათვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი. 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების ერთი მეთორმეტედისა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონით დადგენილი წესით ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება. 9. წლიური ბიუჯეტი ქვეყნდება და ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2436 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. მუხლი 92. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობა: ა) შემოსავლები; ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით განხორციელებული ოპერაციებიდან მიღებული სახსრები); გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით განხორციელებული ოპერაციებიდან მიღებული სახსრები, ნაშთის გამოყენების გარდა); დ) ვალდებულებები (ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული სახსრები). 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები მოიცავს საკუთარ შემოსულობებსა და არასაკუთარ შემოსულობებს. 3. მუნიციპალიტეტს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს საკუთარი შემოსულობები. 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება კაპიტალური, სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერები, სესხი და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული გრანტი. 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შემოსავლების ადმინისტრირება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 93. ადგილობრივი გადასახადისა და მოსაკრებლის განსაზღვრა და ადმინისტრირების წესი 1. ადგილობრივი გადასახადის ოდენობას (განაკვეთს) კანონით დადგენილი წესით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. ადგილობრივი მოსაკრებლის ოდენობას (განაკვეთს) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3. ადგილობრივი გადასახადების ადმინისტრირებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლებისა და არაფინანსური აქტივებით განხორციელებული ოპერაციებიდან მისაღები სახსრების ამოღებას უზრუნველყოფენ შესაბამისი სამსახურები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. აკრძალულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი № 5381 - ვებგვერდი, 24.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №508 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. მუხლი 94. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი ტრანსფერის სახეები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი ტრანსფერის სახეებია: ა) კაპიტალური ტრანსფერი; ბ) მიზნობრივი ტრანსფერი; გ) სპეციალური ტრანსფერი. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2587 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №4018 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. მუხლი 95. (ამოღებულია) საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №4018 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. მუხლი 96. კაპიტალური ტრანსფერი 1. კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა კაპიტალური პროექტის განსახორციელებლად. კაპიტალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან. მუნიციპალიტეტმა კაპიტალური ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა. 3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის კაპიტალური ტრანსფერი გამოიყოფა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წინადადება კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ შესაძლებელია წარედგინოს სხვა მუნიციპალიტეტს. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2587 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის ორგანული კანონი №2936 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . მუხლი 97. მიზნობრივი ტრანსფერი 1. მიზნობრივი ტრანსფერი გადაეცემა ერთი ბიუჯეტიდან სხვა ბიუჯეტს დელეგირებული უფლებამოსილების ფინანსური უზრუნველყოფისათვის. 2. მიზნობრივი ტრანსფერი შეიძლება გადაეცეს: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს. მუხლი 98. სპეციალური ტრანსფერი 1. სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. სპეციალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება. მუნიციპალიტეტმა ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა. 3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წინადადება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ შესაძლებელია წარედგინოს სხვა მუნიციპალიტეტს. 5. სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი არასაკმარისია. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2587 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის ორგანული კანონი №2936 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . მუხლი 99. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2 აპრილისპროცენტს.2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხას მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №427№1251- ვებგვერდი, 29.07.2017წ. მუხლი 100. მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღება და გრანტის მიღება 1. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის ნებართვით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და საკუთარი სახელით, კაპიტალური ინვესტიციის განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით აიღოს სესხი/სასესხო ვალდებულება იურიდიული პირისგან. 2. მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სესხის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გასული 3 საბიუჯეტო წლის მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების საშუალო წლიური ოდენობის 10 პროცენტს, ხოლო თბილისის მიერ სესხის აღების შემთხვევაში აღებული სესხის საერთო მოცულობიდან ყოველწლიურად დასაფარავი სესხის მომსახურების (ძირითადი თანხა და პროცენტი) მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს თბილისის წლიური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების 5 პროცენტს. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება დაუშვებელია. 3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულზე მეტი მოცულობით აიღოს სესხი მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსა და მის მიერ კონტროლირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან. 4. საქართველოს მთავრობის ნებართვას საჭიროებს აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ სხვა პირის სასარგებლოდ თავდებობა ან რაიმე სხვა გარანტიის გაცემა. 5. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის ნებართვით, საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად, კანონით დადგენილი წესით მიიღოს გრანტი. გრანტის მიღების ნებართვის მისაღებად საქართველოს მთავრობას შუამდგომლობით მიმართავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. საქართველოს მთავრობის ნებართვა საჭირო არ არის, თუ: ა) გრანტი საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე მიიღება; ბ) გრანტის გამცემია საქართველოს სამინისტრო ან „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; გ) გრანტის მიმღებია თბილისი. 6. საქართველოს მთავრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს მთავრობის განკარგულებით. 7. ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის სახელითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინასწარი თანხმობით, ამ მუხლით დადგენილი წესითა და პირობებით იღებს და შესაბამის ხელშეკრულებას აფორმებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 03.04.2025წ.20.07.2015წ. მუხლი 101. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი სახსრების ერთობლიობა: ა) ხარჯები; ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით განხორციელებული ოპერაციებისთვის მიმართული სახსრები); გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით განხორციელებული ოპერაციებისთვის მიმართული სახსრები, ნაშთის დაგროვების გარდა); დ) ვალდებულებები (ვალდებულებების ძირითადი ნაწილის დაფარვისთვის მიმართული სახსრები). 2. მუნიციპალიტეტი მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის მიმართავს შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების საერთო მოცულობის არანაკლებ 1 პროცენტს. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის ორგანული კანონი №4386 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №165 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. მუხლი 102. დამოუკიდებლობა გადასახდელების მიმართულებების განსაზღვრისას მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად განსაზღვრავს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის დასაფინანსებელი გადასახდელების მიმართულებებს. მუხლი 103. შემოსავლების კომპენსირება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღების წლის განმავლობაში ზრდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობას ან ამცირებს მის შემოსავლებს, კომპენსირებული უნდა იქნეს შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან. თავი XIII მუნიციპალიტეტის ქონება მუხლი 104. თავის რეგულირების სფერო 1. ეს თავი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ქონების კატეგორიებს, შექმნის წესსა და ქონებრივ უფლებებს (გარდა ბუნებრივი რესურსებისა, რომლებით სარგებლობა და რომელთა ფლობა და განკარგვა მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით), აგრეთვე მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. 2. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება: ა) შესყიდვით შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე, თუ შესყიდვის მიზანი იყო შეძენილი საქონლის/მომსახურების შემდგომი განაწილება, დარიგება ან სხვაგვარად განკარგვა; ბ) (ამოღებულია - 09.02.2023, №2580) ; გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების გასხვისებასა და სხვაგვარ განკარგვაზე, რომელსაც ეს ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს აღნიშნული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვისათვის; დ) კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებულ, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. ე) „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ქონების მართვაზე, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემაზე. 3. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების გასხვისებასა და სხვაგვარ განკარგვას აღნიშნული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვისათვის ეს ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის ორგანული კანონი №2279 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის ორგანული კანონი №2580 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. მუხლი 105. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) განკარგვა − მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსთვის, ავტონომიური რესპუბლიკისთვის, შესაბამისი მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საკუთრებაში/სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემა; ბ) პრივატიზება − მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის ამ კანონით განსაზღვრული ფორმითა და წესით საკუთრებაში გადაცემა, გარდა ამ კანონის 75-ე მუხლის „დ.ბ 1 “ ქვეპუნქტით და 79-ე, 106 1 და 108-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) სარგებლობის უფლებით გადაცემა − მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესით; დ) მართვის უფლებით გადაცემა − მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესით; ე) განკარგვის საწყისი საფასური − მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური; ვ) (ამოღებულია - 22.07.2015, №4087) ; ზ) უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ. მუხლი 106. მუნიციპალიტეტის ქონება 1. მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. 2. მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება: ა) მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონება; ბ) სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ავტონომიური რესპუბლიკის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; დ) მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება. 3. მუნიციპალიტეტის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) ქონებად და დამატებით ქონებად. 4. ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი. ძირითადი ქონების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად. 5. დამატებითი ქონება არის ქონება, რომელიც არ არის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების ნაწილი და რომელიც მუნიციპალიტეტმა შეიძლება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 7. მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა ამ კანონის 121-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. დამატებითი ქონების გასხვისება დასაშვებია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
The story of this article· 1
The amendments this article has been through
Para.1 reformulated: Civil Advisers Council is the advisory body of the municipality mayor/district governor; comprises representatives of entrepreneurial legal persons and the municipality population; its composition is approved by the mayor/governor and consists of no fewer than 10 members.
Related by meaningადგილობრივი თვითმმართვ…შრომის ინსპექციის შესა…ოფიციალური სტატისტიკის…ადგილობრივი თვითმმართვ…ზოგადი განათლების შესა…საქართველოს საარჩევნო …
Article 86^1 — სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო | ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი